ჩოგბურთი

12:00 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას საუკეთესო მაჩვენებელი

სოფო შაფათავამ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. საქართველოს პირველი ჩოგანი 6 ადგილით დაწინაურდა და 287 ქულით 186-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში სოფო ჰონგ კონგის საერთაშორისო ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, კვალიფიკაციაში ჩინელ კაი-ლინ ჟანგთან 4:6, 3:6 დამარცხდა.

ფრანგული სენ მალოს 50-ათასიანი ტურნირის ძირითადი ბადის მიღმა დარჩა მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი. კვალიფიკაციაში მან მასპინძელ ლეოლია ჟენჟენს კი მოუგო – 6:1, 3:6, 6:1, თუმცა, შემდეგ მე-6 ნომრად განთესილ იტალიელ ჯასმინ პაოლინისთან 3:6, 4:6 წააგო.

განახლებულ კლასიფიკაციაში სულ 7 ქართველი ჩოგბურთელია: 186 (192). სოფო შაფათავა – 287 ქულა; 320 (325). ეკატერინე გორგოძე – 124; 462 (465). ოქსანა კალაშნიკოვა – 67; 486 (495). სოფო ქვაცაბაია – 62; 644 (622). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 35; 727 (733). მარიამ ბოლქვაძე – 25; 1208 (1208). თამარ კუტუბიძე – 4;

0.12526