ჩოგბურთი

14:02 | 6.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას იღბლიანად წაუგია

როგორც “მსოფლიო სპორტი” იუწყებოდა, ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ბელგიის ქალაქ ტორჰაუტში მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე საკვალიფიკაციო ბადის დაძლევა მოახერხა და ძირითად გათამაშებაში გააღწია.
Telenet Open2010-ის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, სოფოს აქტივში ორი გამარჯვება ეწერა და შემდეგ პირდაპირ მთავარ ტურნირში გახლდათ “ჩასმული”. როგორც დაზუსტების შემდეგ გაირკვა, შაფათავას ბელგიაში მე-3 საკვალიფიკაციო შეხვედრაც გაუმართავს და გერმანიის სახელით მოასპარეზე ჯასტინ ოზგასთან 6:4, 6:7 (1:7), 5:7 დამარცხებულა.
საბედნიეროდ, ამ წარუმატებლობის შემდეგ, ქართველ გოგონას ე.წ. “იღბლიანი წაგებულის” სტატუსი ერგო და ტორჰაუტში თამაშის გაგრძელების საშუალება მიეცა. პირველ წრეში შაფათავას მეტოქე მე-6 ნომრად განთესილი ბრიტანელ ენ კეოტავონგი იქნება, ძირითად ბადეში პირდაპირ დაშვებული მაკა ჩახნაშვილი კი ავსტრიელ ნიკოლა ჰოფმანოვას გაეჯიბრება.
წყვილთა გათამაშებაში ჩახნაშვილმა და სერბმა იოვანოვიჩმა დანიელ ბარბატსა და ბრიტანელ მურს 7:5, 2:6, 10:5 სძლიეს და მეოთხედფინალში ბელგიელ დისტელმანსსა და ჰოლანდიელ შუურს ეთამაშებიან. შაფათავასა და ბრიტანელის სმიტის მე-4 ნომრად განთესილი დუეტი ჩეხურ-რუსულ ტანდემთან (ბირნეროვა-ბიჩკოვა) 4:6, 3:6 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091185