ჩოგბურთი

2:28 | 17.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას ჩეხი ერგო

ნიკოლოზ ბასილაშვილის კვალად, დღეს, მორიგ სლემ-ტურნირ “უიმბლდონზე” ქალთა შორის პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ჩაებმება.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ჩოგბურთელს საკმაოდ კარგი წილისყრა ერგო. კვალიფიკაციის პირველ რაუნდში იგი ჩეხ ტერეზა სმიტკოვას ეთამაშება, რომელიც კლასიფიკაციაში 174-ე ადგილზეა, თავად სოფოს კი 199-ე პოზიცია უკავია.

თუკი შაფათავამ საწყისი წრე დასძლია, შემდეგ მე-19 ნომრად განთესილ სოფია არვიდსონს (შვედეთი) და ბრიტანელ გაბრიელა ტეილორს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

სულ ძირითად ბადეში გასასვლელად 3 მატჩის მოგებაა საჭირო.

შაფათავას და სმიტკოვას მატჩი დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე მე-7 კორტზე დაიწყება.

0.113189