ჩოგბურთი

13:09 | 20.08.2014 | ნანახია 1450 - ჯერ

შაფათავას ბასილაშვილმაც მიბაძა

სოფო შაფათავას კვალად, აშშ-ს ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში პირველი გამარჯვება იზეიმა ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმაც.

მან ბელარუს ეგორ გერასიმოვთან ურთულესი დაპირისპირება გადაიტანა და ორ საათსა და 12 წუთში 4:6, 6:4, 7:5 მოიგო. საინტერესოა, რომ ბასილაშვილს კლასიფიკაციაში 198-ე საფეხური უკავია, მის უკან კი სწორედ გერასიმოვი დგას.

ჩვენებურს პირველ მოწოდებაზე 66%-ანი მაჩვენებელი ჰქონდა, საიდანაც სათავისოდ 63% (45 71-დან) დაასრულა, მეორე მოწოდებაზე კი ბურთების 58% (21 36-დან) მოიგო.

ნიკოლოზმა 2 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა (მეტოქეს 5 ეისი და 6 ორმაგი ჰქონდა). ქართველმა ჩოგბურთელმა 18-დან 5 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ხოლო ბელარუსმა 13-დან 4 ბრეიკი მიითვალა. ჯამში ბასილაშვილმა გერასიმოვზე 15-ით მეტი ბურთი მოიგო – 119:104.

ამგვარად, ნიკოლოზმა კვალიფიკაციის მე-2 რაუნდში გააღწია, სადაც მეტოქედ მე-17 ნომრად განთესილი სლოვენიელი ალიაზ ბედენე ეყოლება. ამ უკანასკნელმა შვეიცარიელ იან მარტის 6:2, 6:3 სძლია. ცნობისთვის, ბედენეს რეიტინგში 133-ე ადგილი უკავია, ბასილაშვილი კი მსოფლიოს 198-ე ჩოგანია.

შეგახსენებთ, რომ ქალთა კვალიფიკაციაში სოფო შაფათავა 23-ე განთესვის მქონე სლოვაკ კრისტინა კუჩოვას დაუპირისპირდა და ჩოგბურთელს, რომელის მას რეიტინგში ზუსტად 60 ადგილით (132-ე 192-ეს პირისპირ) უსწრებდა, 6:3, 6:3 სძლია.

სოფოს მორიგი მეტოქე კი 34 წლის იტალიელი ვეტერანი ალბერტა ბრიანტი იქნება, რომელმაც ბულგარელ ელიცა კოსტოვას 6:7 (0:7), 6:4, 6:3 მოუგო.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:25 | 21.08.2014
mushni (93569)

საღოლ კოლია მიდი ამ წლის ბოლოს 100-ი მოგინიშნე ბრატ

15:39 | 20.08.2014
gogga68 (24)

ნიკოლოზ ჯიგარი ხარ, საქართველოს სიამაყე.

15:31 | 20.08.2014
bukiko (1046)

წარმატებები შაფათავა

14:45 | 20.08.2014
BEERTRANCE (97819)

იმედია მეორე რაუნდშიც გაგვახარებენ

13:57 | 20.08.2014
3 სავანელი (1199)

ყოჩაღ!

13:39 | 20.08.2014
Gochabet1 (39)

stripslashes((strlen('http://allcoolgames.org')>0?'http://allcoolgames.org':'http://allcoolgames.org'))
0?'>http://allcoolgames.org':'>http://allcoolgames.org'))
0?'>http://allcoolgames.org':'>http://allcoolgames.org'))
0?'>http://allcoolgames.org':'>http://allcoolgames.org'))

0.114207