ჩოგბურთი

15:35 | 22.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მეოთხედფინალშია

სოფო შაფათავამ რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მე-2 გამარჯვება იზეიმა. მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში ნორვეგიელ ულრიკე ეკერის 7:6 (7:4), 7:5 სძლია, მეოთხედფინალში კი მე-8 რეიტინგის მქონე რუს მარინა მელნიკოვას ეთამაშება.

ცნობისთვის, სანკტ-პეტერბურგის ტურნირის მოგებისთვის 50 სარეიტინგო ქულაა გათვალისწინებული. ისიც ვთქვათ, რომ შაფათავას ამჟამად 179 ქულა გააჩნია და WTA-ს კლასიფიკაციაში 278-ე ადგილი უკავია. 

0.114272