ჩოგბურთი

15:53 | 23.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ წყვილებშიც იმარჯვა

იაპონიის ქალაქ ჰამამაცუს 25-ათასიან ტურნირზე სოფო შაფათავამ და შვეიცარიელმა ბელინდა ბენჩიჩმა მასპინძლებს – მიაბი ინოუეს და ჩიაკი ოკადაეს 3:6, 6:2, 10:5 მოუგეს და მეოთხედფინალში ასევე იაპონურ დუეტთან (კუმიკო იჯიმა-აკიკო იონემურა) მიუწევთ ჭიდილი. შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ერთეულებში მერვედფინალშია გასული, სადაც ასევე იაპონელ მიუ კატოს ეთამაშება. 

თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის პირველ წრეში სოფო ქვაცაბაია ბელგიელ კიმბერლი ციმერმანთან 1:6, 4:6 დამარცხდა. ქართველმა ჩოგბურთელმა წარუმატებლად ითამაშა წყვილთა შეჯიბრშიც. მე-3 განთესვის მქონე ქვაცაბაია და თურქი ესენ კოკჩე ფრანგებს – კამილ ჩელის და ალიქს კოლომბონს ვერ გაუმკლავდნენ – 5:7, 2:6.

წყვილებშივე ეკატერინე გორგოძემ და რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაურმა ყაზახ გულნაზ დოკის და რუს ვალერია მაკსიმჩენკოს 6:3, 6:1 მოუგეს და მეოთხედფინალში პირველი რეიტინგის მქონე ბელგიელებს – მარი ბენუას და კიმბერლი ციმერმანს გაეჯიბრებიან. ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში გორგოძის მეტოქე რუსი იანა მოგილნიცკაია იქნება.

0.12489