თურქეთის ქალაქ სტამბულში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) წარუმატებელი გამოდგა სოფო შაფათავასთვის.
ქართველი ჩოგბურთელი საწყის რაუნდში იტალიელ მარია-ელენა კამერინთან 4:6, 0:4-ს აგებდა, როდესაც ტრავმის გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
შესაბამისად, სოფო ვერც წყვილთა მატჩზე გავიდა, რომელშიც მას და პოლონელ პაულ კანიას (მე-3 განთესვა) ჩეხურ დუეტთან (კრეიშოვა-სმიტკოვა) უნდა ეთამაშათ.
შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრას ცდილობდა ანა ქადაგიძე, თუმცა, კვალიფიკაციაში ჩერნოგორიელ მილიცა სლუკიჩთან (მე-3) 3:6, 1:6 წააგო.