გერმანიის ქალაქ ვერსმოლდში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია. პირველ წრეში სოფო შაფათავამ “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელი ანტონია ლოტნერი 6:2, 6:4 დაამარცხა.
მერვედფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი მე-8 ნომრად განთესილ უკრაინელ ანასტასია ვასილიევას გაეჯიბრება.
აღსანიშნავია, რომ წყვილთა შეჯიბრში შაფათავა სწორედ ვასილიევასთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის რაუნდში ჩეხურ-რუსულ დუეტს (ბირნეროვა-ბიჩკოვა) 7:5, 6:2 სძლია.
მეოთხედფინალში სოფო და ანასტასია, რომელთაც მე-3 განთესვა გააჩნიათ, იაპონელ ტანაკას და ჰონგკონგელ ჟანს გაეჯიბრებიან.