ჩოგბურთი

13:47 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ რუსს აჯობა

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო სოფო შაფათავამ. მე-4 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა რუს ალექსანდრა არტამონოვას 6:4, 6:1 სძლია, მერვედფინალში კი ნორვეგიელ ულრიკე ეიკერის გაეჯიბრება. წყვილებში შაფათავა და რუსი იულია კალაბინა მე-4 რეიტინგის მქონე რუსულ დუეტს (ლაზარევა-მონოვა) დაუპირისპირდნენ და 6:1, 3:6, 7:10 დამარცხდნენ. 

0.116457