ჩოგბურთი

1:07 | 14.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ პადოვას ტურნირი მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა, რომელიც იტალიელ ჯიოია ბარბიერისთან ერთად პადოვას 25-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრად გახლდათ განთესილი, შეჯიბრის გამარჯვებული გახდა.

შაფათავამ და ბარბიერიმ ჯამში 3 მატჩი მოიგეს, რომელთაგან ყველაზე მძიმე ფინალური გამოდგა. სოფომ და ჯიოიამ პირველი რეიტინგის მქონე ბრაზილიელ გონსალვეშს და არგენტინელ მოლინეროს მოწოდება მხოლოდ ერთხელ აართვეს, თუმცა, თამაში მაინც თავის სასარგებლოდ დაასრულეს – 6:4, 0:6, 14:12.

ახლა, შაფათავა გეზს ლონდონისკენ აიღებს, სადაც “გრანდ სლემის” მორიგი ტურნირი – “უიმბლდონი” აიღებს სტარტს. 15 ივნისს საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გახლავთ დაგეგმილი და სოფოც პირველი მეტოქის ვინაობას შეიტყობს. 

0.12006