ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) სოფო შაფათავას წარმატებული სვლა ნახევარფინალში შეწყდა. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა მანამდე 3 მატჩი სეტისწაუგებლად მოიგო, ნახევარფინალში კი პირველ ნომრად განთესილ რუს ალეკსანდრა პანოვასთან 7:6 (7:4), 3:6, 0:1 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ ქართველთა გარეშე გაგრძელდება ბათუმის ტურნირის წყვილთა გათამაშებაც. ნახევარფინალურ მატჩში შაფათავა და ეკატერინე გორგოძე მე-2 ნომრად განთესილ უკრაინულ დუეტთან (ივახნენკო-კოზლოვა) 5:7, 6:4, 8:10 დამარცხდნენ. მოგვიანებით უკრაინელებმა ჩემპიონონაც იზეიმეს.