საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარი) ნაადრევად გამოეთიშა.
ერთეულთა თანრიგის საწყის რაუნდში სოფო ბულგარელ ელიცა კოსტოვას გაეჯიბრა და 3:6, 2:6 წააგო.
შეგახსენებთ, რომ წყვილებში შაფათავა და რუსი მარინა შამაიკო ტაივანელ ჰსუსთან და იმავე კოსტოვასთან 4:6, 3:6 დამარცხდნენ.