ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ, რომელიც იტალიის ქალაქ პადოვაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მე-6 ნომრადაა განთესილი, წარმატებული სტარტი აიღო.
პირველ რაუნდში შაფათავა “უაილდ ქარდის” მქონე იტალიელ ბიანკა ტურატის დაუპირისპირდა და იოლად – 6:1, 6:2 იმარჯვა. მერვედფინალში სოფო ბრაზილიელ გაბრიელა სეს და იტალიელ კლაუდია ჯიოვინეს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
წყვილებში შაფათავას და იტალიელ ჯიოია ბარბიერის მე-2 განთესვა გააჩნიათ და საქმეში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან.
უზბეკეთში, ფერგანას 25-ათასიან ტურნირზე იასპარეზებენ ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. ეკატერინე ინდოელ რიშიკა სუნკარას გაეჯიბრება, სოფო კი – მე-6 ნომრად განთესილ იაპონელ იუმი მიაზაკის. ეს მატჩები 11 ივნისს ჩატარდება.
წყვილებში ქართველი ჩოგბურთელები მე-4 ნომრად მიჩნეულ იაპონურ-ინდურ დუეტს (ჰიბინო-ტომბარე) დაუპირისპირდნენ და 3:6, 1:6 დამარცხდნენ.
შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის საწყის წრეში მე-8 ნომრად განთესილ უკრაინელ ანასტასია შესტაკოვასთან ჭიდილი