ჩოგბურთი

16:28 | 1.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ ერთეულებშიც იმარჯვა

საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ მექსიკის ქალაქ მონტერეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ერთეულთა ბადის პირველი რაუნდი დასძლია.

შაფათავამ სერბი დოროტეია ერიჩი 7:5, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში მე-7 ნომრად განთესილ სლოვენიელ ნასტია კოლარს ეთამაშება. ამ უკანასკნელმა თურქ პემრა ოზგენს 6:3, 6:4 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ Internacional Femenil Alpino Chipinque 2014-ის წყვილთა შეჯიბრში შაფათავამ და არგენტინელმა ფლორენსია მოლინერომ, რომელთაც მე-2 რეიტინგი გააჩნიათ, პირველი წრე გაიარეს და მეოთხედფინალში მექსიკელ ერმოსოს და ესპანელ პოუს-ტიოს გაეჯიბრებიან.

0.110653