ჩოგბურთი

15:16 | 12.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა წყვილებში დამარცხდა, ჯერი ერთეულებზეა

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში იმყოფება და საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 100 ათასი დოლარია, პირველი მატჩი ჩაატარა.

Seguros Bolivar Open-ის წყვილთა შეჯიბრის საწყის რაუნდში შაფათავა და რუსი მარინა შამაიკო ტაივანელ ჩიე-იუ ჰსუს და ბულგარელ ელიცა კოსტოვას გაეჯიბრნენ და 4:6, 3:6 დამარცხდნენ.

ქართველ ჩოგბურთელს რევანშის შანსი ერთეულთა შეჯიბრში მიეცემა, სადაც ძალებს იმავე კოსტოვასთან მოსინჯავს. უკვე ცნობილია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, სოფო მერვედფინალში სამხრეთაფრიკელ ჩანელ სიმონდსს გაეჯიბრება.

ეს უკანასკნელი ჩილელ ანდრეა კოხ-ბენვენუტოს 3:0 ამარცხებდა, როდესაც სამხრეთამერიკელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

0.118312