სოფო შაფათავამ იაპონიის ქალაქ ჰამამაცუს (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ტურნირის წყვილთა შეჯიბრის ფინალში გააღწია. ქართველი ჩოგბურთელი შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან გახლავთ შეამხანაგებული და ნახევარფინალში მორიგი გამარჯვება იზეიმა.
სოფომ და ბელინდამ მე-3 ნომრად განთესილ იაპონელებს – ერი ჰოზუმის და მაკოტო ნინომიას 6:4, 6:3 სძლიეს, ფინალში კი კიდევ ერთ იაპონურ დუეტს (შუკო აოიამა-ჯუნრი ნამიგატა, მე-2 განთესვა) ეთამაშებიან.
ერთეულთა ტურნირის მეოთხედფინალში მე-3 ნომრად განთესილი შაფათავა მე-7 რეიტინგის მქონე ხსენებულ აოიამასთან 6:4, 2:6, 4:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში მე-7 ნომრად მიჩნეულმა ეკატერინე გორგოძემ მე-4 რეიტინგით მოთამაშე ბელგიელ მარი ბენუას აჯობა (6:2, 6:3) და ნახევარფინალში გააღწია, სადაც უმთავრეს ფავორიტად მიჩნეულ მარტინა კუბიჩიკოვას გაეჯიბრება.
წყვილებში ეკატერინე გორგოძე და რუსეთის სახელით მოასპარეზე ეკატერინა წიკლაური პირველი განთესვის მქონე ბელგიელებთან – ხსენებულ ბენუასთან კიმბერლი ციმერმანთან დამარცხდნენ – 3:6, 1:6.