ჩოგბურთი

22:35 | 29.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა სტამბულში ორ “ფრონტზე” იბრძვის

თურქეთის ქალაქ სტამბულში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო სოფო შაფათავამ. ქართველმა ჩოგბურთელმა იტალიელი კორინა დენტონი 7:6 (7:4), 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში რუს ელიზავეტა კულიჩკოვას ეთამაშება.

წყვილებში შაფათავას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას მე-2 რეიტინგის მქონე დუეტმა გერმანულ-რუსულ ტანდემს (ჯასტინ ოზგა-მარინა შამაიკო) 6:3, 6:2 სძლია და მეოთხედფინალში უზბეკურ-ყირგიზულ წყვილთან (ნიგინა აბდურაიმოვა-კსენია პალკინა) ჭიდილი ელის.

თურქეთშივე, ანტალიის 10-ათასიან ტურნირში სცდიან ძალებს სოფო ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე. მე-7 ნომრად განთესილი ქვაცაბაია გერმანელ ჯილ ნორა ენგელმანთან 3:6, 1:6 დამარცხდა, ხოლო გორგოძეს (მე-3 განთესვა) პირველი წრის დაპირისპირება თურქ ესენ კოკჩესთან ელის.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელები მეოთხედფინალიდან ჩართვებიან. ქვაცაბაიას და კოკჩეს მე-4 ნომრად განთესილი დუეტი ბელგიურ-გერმანულ ტანდემს (ჰელენ მეულემანი-დომინიკ ვოლი) დაუპირისპირდება, ხოლო გორგოძე და ავსტრიელი კიონიგი (მე-2 რეიტინგი) რუმინელებს (იოანა დუკუ-პატრისია მარია) გაეჯიბრებაიან.

საფრანგეთის ქალაქ ნანტში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის დასკვნით რაუნდში მასპინძელ ფიონა ფეროსთან 1:6, 2:6 წააგო მე-5 ნომრად განთესილმა მაკა ჩახნაშვილმა. მიუხედავად ამისა, ქართველმა ჩოგბურთელმა ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით გააღწია, სადაც ესპანელ ლარა არუაბარენასთან (მე-4 განთესვა) 3:6, 1:6 დამარცხდა. წყვილებში ჩახნაშვილი და რუსი ნატალია ორლოვა ამერიკელ ნიკოლ მელიჩარს და სერბ ტეოდორა მირჩიჩს ვერ გაუმკლავდნენ.

0.112585