ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ შვეიცარიის ქალაქ ლენცერჰეიდეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველი რაუნდი იოლად დასძლია. სოფომ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული ჯორჯია ბრეშია (იტალია) 6:2, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში გააღწია, სადაც “უაილდ ქარდის” მქონე შვეიცარიელ კარინ კენელს ეთამაშება. შეგახსენებთ, რომ ამჟამად შაფათავას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 241 ქულით 229-ე ადგილი უკავია, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.