ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა საფრანგეთის ღია პირველობაზე ითამაშებს, რომლის ძირითადი ნაწილიც 25 მაისიდან 8 ივნისამდე, ტრადიციულად, პარიზულ კორტებზე გაიმართება.
ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი საკვალიფიკაციო ბადეშია დაშვებული და პირველ რაუნდში მე-10 ნომრად განთესილ ალა კუდრიავცევას ეთამაშება.
ამჟამად, სოფოს რეიტინგში 203-ე ადგილი უკავია, რუსი ჩოგბურთელი კი მსოფლიოს 114-ე ჩოგანი გახლავთ.
თუკი შაფათავა საწყის შეხვედრას მოიგებს, 20 სარეიტინგო ქულას მიიღებს, მე-2 რაუნდში კი ჩეხ რენატა ვორაცოვას და ფრანგ მირტილ გერგესს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
ცნობისთვის, შაფათავას და კუდრიავცევას მატჩი 21 მაისს, მე-16 კორტზე მე-4 წყებაში აიღებს სტარტს.