ჩოგბურთი

17:31 | 17.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა პირველ წრეში დამარცხდა

სოფო შაფათავამ “უიმბლდონის” პირველ რაუნდში ჩეხ ტერეზა სმიტკოვას დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა, მარცხს მაინც ვერ გადაურჩა.

ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელსაც ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (ჭთA) რეიტინგში 199-ე ადგილი უკავია, მსოფლიოს 174-ე ჩოგანთან 3:6, 6:7 (5:7) წააგო.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მატჩი “უიმბლდონის” საკვალიფიკაციო ბადის პირველი წრის ეგიდით შედგა.

 

0.119863