ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იაპონიაში იმყოფება და ხვალ დილიდან ოსაკას საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 235 ათასი დოლარია.
უკვე ცნობილია, რომ პირველ წრეში შაფათავას მეტოქე ჩინელი ქიანგ ვანგი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, სოფო მე-3 განთესვის მქონე ჩეხ ბარბორა ზაჰლავოვა სტრიჩოვას და ”უაილდ ქარდის” მქონე იაპონელ მაკოტო ნინომიას შორის უძლიერესს დაუპირისპირდება. ოსაკას ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში საწყისი რაუნდის დაძლევა 6 სარეიტინგო ქულას იძლევა.
წინასწარი ინფორმაციით, მომავალ კვირაში ჯორჯიის შტატ მაკონს ეწვევა საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი. ამერიკული ტურნირის საპრიზო ფონდი მხოლოდ 25 ათასი დოლარია, ამდენად, ცხადია, რომ ტატიშვილი განთესილთა შორის იქნება.