ჩოგბურთი

19:48 | 3.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ორი ტიტულისთვის იბრძვის

21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ მიმდინარე სეზონი არცთუ წარმატებულად დაიწყო, თუმცა, უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე კარგად ირჯება, რისი წყალობითაც ერთეულებს შორის ნახევარფინალში, ხოლო წყვილებში ფინალში გასვლა შეძლო.
შაფათავამ ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, ძირითად ტურნირში კი ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმა. სოფოს ბოლო “მსხვერპლი” რუსი დარია კუჩმინა გახდა. ქართველმა გოგონამ მას 6:4, 4:6, 6:0 მოუგო.
ნახევარფინალში შაფათავა კიდევ ერთ რუსს, მე-6 ნომრად განთესილ ელენა კულიკოვას ეთამაშება, რომელმაც მერვედფინალში სოფო ქვაცაბაიას მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში ეკატერინე გორგოძე 6:7 (4:7), 6:0, 6:3 დაამარცხა. კიდევ ერთმა ჩვენებურმა თათია მიქაძემ ნახევარფინალში გადასასვლელი მატჩი ბერძენ ეირინი გეორგატუსთან (მე-2 განთესვა) 2:6, 3:6 წააგო.
წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში მე-4 ნომრად მიჩნეულმა შაფათავას და მიქაძის დუეტმა რუსულ-ბელორუსულ ტანდემი (ძალამიძე-იემელიანოვა) 6:3, 6:4 დაამარცხდა და ფინალში პირველი რეიტინგის მქონე ინდონეზიელებს (ბასუკი-რომპიესი) გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158923