ჩოგბურთი

18:57 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მიჯრით მე-2 ტიტულთან ახლოსაა

სოფო შაფათავა ზედიზედ მე-2 ტიტულისკენ მიიწევს. შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა გასულ კვირაში გრენობლის 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრში იმარჯვა, ამჯერად კი, ტალინის 15-ათასიანი პირველობის ფინალშია გასული.

ესტონეთში პირველ ნომრად განთესილმა შაფათავას და სლოვენიელი მაშა ზეჩ-პესკირიჩის დუეტმა მე-3 მატჩიც ისე მოიგო, სეტი არ დაუთმია.

ნახევარფინალში სოფო და მაშა გერმანელ კიმ-ალის გრაიდეკს და მოლდოველ იულია ჰელბეტს გაეჯიბრნენ და პრობლემების გარეშე, 6:1, 6:3 იმარჯვეს.

ფინალში შაფათავა და ზეჩ-პესკირიჩი უნგრელ აგნეშ ბუკტას და ბულგარელ ვიკტორია ტომოვას გაეჯიბრებიან და წარმატების შემთხვევაში, 25-25 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.

0.116799