ჩოგბურთი

14:00 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მექსიკაში, კალაშნიკოვა – ჩინეთში

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელს სოფო შაფათავა ინარჩუნებს, რომელსაც 244 ქულით 251-ე ადგილი უკავია. გასულ კვირასთან შედარებით, სოფო 8 პოზიციით დაქვეითდა.

სულ, კლასიფიკაციაში 8 ქართველი გოგონაა: 215 (207). სოფო შაფათავა – 244 ქულა; 313 (316). ეკატერინე გორგოძე – 127; 456 (442). ოქსანა კალაშნიკოვა – 67; 462 (478). სოფო ქვაცაბაია – 66; 648 (630). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 34; 719 (719). მარიამ ბოლქვაძე – 25; 1167 (1167). თამარ კუტუბიძე – 5; 1261 (1260). თამარ ჭალაგანიძე – 3;

მიმდინარე კვირაში, ქართველთაგან ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში კალაშნიკოვა ჩაება. ოქსანა ჩეხ კლარა კუკალოვასთან გახლდათ შეამხანაგებული და “ჩაინა ოუფენის” (საპრიზო ფონდი 5 247 105 დოლარი) პირველ რაუნდში რუმინულ დუეტთან (სიმონა ჰალეპი-რალუკა ოლარუ) 4:6, 6:7 (4:7) დამარცხდა. ცნობისთვის, წყვილთა ტურნირში კალაშნიკოვას 1125 ქულით 74-ე ადგილი უკავია, ხოლო შაფათავა 361 ქულით 175-ეა.

ეს უკანასკნელი შორეულ მექსიკაში იმყოფება და ძალებს მონტერეის 25-ათასიან ტურნირში მოსინჯავს. საწყის წრეში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე სერბი დოროტეია ერიჩი იქნება. წყვილებში შაფათავა და არგენტინელი ფლორენსია მოლინერო მე-2 ნომრად არიან განთესილნი და “უაილდ ქარდის” მქონე მექსიკელ ზარაზუას და არგენტინელ პოდოროსკას ეთამაშებიან.

ყაზახური შიმკენტის 10-ათასიანი პირველობის ძირითად ბადეშია დაშვებული სოფო ქვაცაბაია. ქართველ გოგონას მე-3 განთესვა გააჩნია და პირველ მეტოქედ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს ელის.

დასასრულ, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაზეც ვთქვათ, სადაც ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი კვლავაც ნიკოლოზ ბასილაშვილს გააჩნია. იგი 219 ქულით 222-ე ადგილზეა, ალექსანდრე მეტრეველს კი 51 ქულით 589-ე პოზიცია უკავია.

0.112293