ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა შვეიცარიის ქალაქ ლენცერჰეიდეში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა. მე-2 ნომრად განთესილმა შაფათავამ საწყის რაუნდებში იტალიელ ჯორჯია ბრეშიას და შვეიცარიელ კარინ კენელს, შესაბამისად, 6:2, 6:4 და 6:1, 6:3 სძლია, შემდეგ კი მე-6 რეიტინგის მქონე ავსტრალიელ სტორმ სანდერსთან 3:6, 3:6 დამარცხდა.