ჩოგბურთი

15:47 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა კუზნეცოვასთან დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა საფრანგეთის ღია პირველობის ძირითადი ბადის პირველ წრეში დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ სოფომ კვალიფიკაციაში 3 გამარჯვება იზეიმა, რუს სვეტლანა კუზნეცოვასთან კი 3:6, 1:6 წაააგო.

შეხვედრა საათსა და 22 წუთს გაგრძელდა და რუსი ჩოგბურთელი უპირატესობა გამოკვეთილი გახლდათ. კუზნეცოვამ 5 ეისი მოაწოდა და 10-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, შაფათავამ კი მეტოქის მოწოდება 2-ჯერ აიღო (4 შესაძლებლობიდან).

ქართველ ჩოგბურთელმა პირველმა მოწოდებაზე ბურთების 59% (17 29-დან) მოიგო, მეორეზე კი მხოლოდ – 25% (7 28-დან). ჯამში სოფომ 40 გათამაშებაში იმარჯვა, სვეტლანამ კი – 64.

შეგახსენებთ, რომ შაფათავამ “როლან გაროსის” საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის ხარჯზე 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში წინსვლა ელის. ამ დროისთვის სოფოს 285 ქულა გააჩნია და 204-ე ადგილზე იმყოფება.

0.116208