ჩოგბურთი

15:12 | 2.06.2014 | ნანახია NaN - ჯერ

შაფათავა იტალიაში ითამაშებს

ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა იტალიის ქალაქ ბრეშიაში იმყოფება, სადაც 25-ათასიან ტურნირში ჩაერთვება.

საწყის რაუნდში სოფოს მეტოქე მე-6 ნომრად განთესილი შვეიცარიელი ვიკტორია გოლუბიცი იქნება. ამ წყვილში გამარჯვებული იტალიელებს – რემონდინას და გარეგაროს შერკინებაში უმჯობესს დაელოდება.

თურქეთში, ადანას 10-ათასაიან ტურნირზე ლიტველ ანე ცეპელიტეს დაუპირისპირდება ანა ქადაგიძე. წყვილებში ქართველი და თურქი ერემ აკიურტი მასპინძელთა პირველ ნომრად განთესილ ტანდემს (ერაიდინი-სოილუ) გაეჯიბრებიან.

ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში კიდევ ერთ 10-ათასიან შეჯიბრში იასპარეზებს თამარ ჭალაგანიძე. ერთეულებში მისი მეტოქე საკვალიფიკაციო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვევა, წყვილებში კი თამარი და ბელარუსი ალინა ზუბკოვა ძალებს იაპონელ ჰასეგავასთან და ბრიტანელ კონოპცევასთან მოსინჯავენ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:46 | 01.03.2021
mindiainterista (25)

სამი ტურის წინ ლივერპულთან რო შეაგდო ის არ ეთვლება?

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.067397