სოფო შაფათავამ ბოძებული შანსი ჩინებულად გამოიყენა. ქართველი ჩოგბურთელი კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით გავიდა, თუმცა, ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს არ შეუშინდა და პირველი რაუნდი დასძლია.
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ბადეში მე-7 ნომრად განთესილმა შაფათავამ ესპანელი ლაურა პოუს-ტიო 6:3, 6:3 დაამარცხა, ბელგიელ ისალინ ბონავენტურეს კი 3:6, 6:3, 6:1 მოუგო. გადამწყვეტ შეხვედრაში სოფომ მე-2 რეიტინგის მქონე ესპანელ ლარა არუაბარენას პირველი სეტი მოუგო, თუმცა, საბოლოოდ, 6:4, 3:6, 2:6 დამარცხდა.
შაფათავას ძირითადი ბადისკენ გზა მას შემდეგ გაეხსნა, რაც შეჯიბრიდან ბელარუსი ოლგა გოვორცოვა მოიხსნა მარცხენა მუხლის ტრავმის გამო. შედეგად, სოფომ ოლგას ადგილი დაიკავა და ძირითადი ბადის პირველ წრეში გერმანელ დინა პფიცენმაიერს დაუპირისპირდა.
აღნიშნული მატჩი თითქმის ორ საათს გაგრელდა და სოფომ 6:4, 2:6, 6:2 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ეისი მოაწოდა და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, 11 ბრეიკ-პოინტიდან 4 გამოიყენა, თავად კი მხოლოდ 3 მოწოდება დათმო.
აღნიშნული წარმატების წყალობით, შაფათავამ 44 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში წინსვლა
ცნობისთვის, სოფო საფრანგეთის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში მოხვედრისთვის იბრძვის, ამდენად, მისთვის ყველა ქულა მნიშვნელოვანია. ისიც ვთქვათ, რომ მორიგი წრის დაძლევის შემთხვევაში, ქართველი გოგონა უკვე 60 ქულას მიიღებს.
ბოგოტას ტურნირის წყვილთა შეჯიბრში შაფათავა და რუსი მარინა მელნიკოვა მე-2 ნომრად განთესილ ესპანურ დუეტს (