ჩოგბურთი

0:15 | 4.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა გერმანული ტურნირის მეოთხედფინალშია

საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ გერმანიის ქალაქ ვერსმოლდში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია.

შაფათავამ მე-8 ნომრად განთესილი უკრაინელი ანასტასია ვასილიევა 7:6 (7:4), 6:3 დაამარცხა და შემდეგ რაუნდში უკრაინის კიდევ ერთ წარმომადგენელ კატერინა კოზლოვას გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში მე-3 ნომრად განთესილმა შაფათავამ და ვასილიევამ პირველი რეიტინგის მქონე კანადურ-კოლუმბიურ დუეტთან (დაბროვსკი/დუკუე-მარინო) 6:7 (4:7), 2:6 წააგეს და ფინალს მიღმა დარჩნენ.

 

0.10891