გერმანულ შტუტგარტ-ვაიჰინგენში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე სოფო შაფათავა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ანტონია ლოტნერს დაუპირისპირდა და გერმანელ ჩოგბურთელთან 3:6, 1:6 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე სოფომ 2 გამარჯვება იზეიმა და მეოთხედფინალში გასვლის წყალობით, 14 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში შაფათავამ და გერმანელმა შაკოვეცმა (მე-4 განთესვა) ასევე გერმანელებთან (ბარუა-სიეგემუნდი) 4:6, 1:6 წააგეს.