ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა საფრანგეთის ქალაქ კროის-ბეაბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
შაფათავამ ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და 1 მატჩი ძირითად ბადეშიც მოიგო, მერვედფინალში კი მე-6 ნომრად განთესილ ტუნისელ ონს ჟაბერთან 6:7 (1:7), 3:6 დამარცხდა.
ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-8 რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძემ სლოვაკ ჩანტალ სკამლოვას საწყის სეტი ნულზე მოუგო, თუმცა, საბოლოოდ, წარუმატებლობა შეემთხვა – 6:0, 4:6, 3:6.
წყვილთა მეოთხედფინალში მე-2 ნომრად მიჩნეული გორგოძე და სოფო ქვაცაბაია შვედებს – ალგურინს და ვულკანს გაეჯიბრებიან.