სოფო შაფათავამ საფრანგეთის ქალაქ კონტრექსვილში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის ერთეულთა თანრიგში ესპანელ ბეატრის გარსია ვიდაგანისთან 4:6, 5:7 წააგო, დღეს კი წყვილებში რუს იულია კალაბინასთან ერთად პირველ ნომრად იყო განთესილი, თუმცა გერმანულ დუეტთან (დანიელსი-კლასენი) 1:6, 2:6 დამარცხდა.
თურქეთში, იზმირის 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრში ანა ქადაგიძე და თურქი დეფნე ბასბაკალი თურქ ბიჩენთან და რუმინელ პრედასთან 0:3 მარცხდებოდნენ, როდესაც ქართველიც მეწყვილემ ტრავმა მიიღო და თამაშიც აღარ გაგრძელებულა.
სტამბულის 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში რუმინელ რობერტ კომანს ვერ გაუმკლავდა მიხეილ ხმიადაშვილი – 6:1, 6:7 (2:7), 4:6. შეგახსენებთ, რომ ამავე რაუნდში ალექსანდრე მეტრეველის მეტოქე იტალიელი ჯორჯიო პორტალური იქნება.
თურქეთშივე, კერძოდ კი, ესკიშეჰირში გრძელდება ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 42 500 დოლარია. წყვილებში ნიკოლოზ ბასილაშვილი და ბრიტანელი ბრიდან კლეინი რუს კარლოვსკის და ხორვატ ზოვკოს დაუპირისპირდნენ და 6:3, 5:7, 5:10 წააგეს.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, ერთეულთა შეჯიბრში ბასილაშვილი მერვედფინალშია გასული და ხვალ, მე-3 ნომრად განთესილ თეიმურაზ გაბაშვილს ეთამაშება, რომელიც რუსეთის სახელით ასპარეზობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლორია
კაკაბაძე ხოჭოლავა კაშია გრიგალავა
კანკავა გვილია
კვარაცხელია ანანიძე ყაზაიშვილი
ქვილითაია
გრიზის იმედი მქონდა,ვწერდი კიდეც,რომ მისი გოლებით უნდა მოგვეგო და ძაააან გამიხარდა "გრიზი შოუ" რომ ვნახე. ფატი მომავალი ეტოა, ჯერ ადრეა შედარება,მაგრამ უმაგრესი მონაცამები აქვს და სწორად უნდა განვითარდეს. პერესიც ძაააააან მაგარია, ნუ ჯერ ხერარდ პიკე ბერნაბეუ აწიოკებდა სამეფო მონებს "ბერნალეოზე", ახლა პერესი დააწიოკებს "ლეგენდარული პრეზიდენტის" სახელობის სტადიონს თუ არა, მის რომელიმე მონაკვეთს მაინც:დდდდდდდდდდდდდ
საუკუნის ტალანტი უკეთესი იყო,ვიდრე ბასკეთში, მალე ვნახავთ მის სრულ პოტენციალს.
მეჩვენება თუ ტიკი-ტაკას "რაღაც ელემენტებს" აბრუნებს "ბილბაო"? "შეუბერეს" მწორე ტაიმში და შედეგიც ვნახეთ.
P.S. Messi_G.O.A.T.
1941/42 წლები არ ითვლება. იმ დროს ცოტათი უფროსები უკვე ომში იყვნენ, რა ეფეხბურთებოდათ ?

ბეტისის შემადგენლობა არათუ ხელწამოსაკრავი, არამედ მაგარია და ასე თავდასხმის არ მქონე ბარსელონასთან როგორ წააგეს.
შესაძლოა ბარსელონაა ძალიან ძლიერი წელს
არა ხელწამოსაკრავი.