ჩოგბურთი

14:40 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ფინალში დამარცხდა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე 4 მატჩი მოიგო და მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დათმო.

საწყის სამ რაუნდში სოფომ, რომელიც მე-4 ნომრად გახლდათ განთესილი, მეტოქეებს სეტისწაუგებლად აჯობა: რუსი ალექსანდრა არტამონოვა 6:4, 6:1 დაამარცხა, ნორვეგიელ ულრიკე ეიკერის 7:6 (7:4), 7:5 სძლია, ხოლო რუს მარინა მელნიკოვას (მე-8 განთესვა) 6:4, 7:5 მოუგო.

შაფათავას ფინალის გზაზე ყველაზე რთული ბრძოლა ნახევარფინალში გადახდა, სადაც მე-7 რეიტინგის მქონე უკრაინელი სოფია კოვალეცი დაჯაბნა – 6:7 (2:7), 6:2, 6:2, ხოლო გადამწყვეტ მატჩში მე-6 ნომრად მიჩნეულ პოლინა ვინოგრადოვასთან 4:6, 6:7 (2:7) დამარცხდა.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში შაფათავას 179 ქულით 278-ე ადგილი უკავია, სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე გამომუშავებული 34 ქულის წყალობით კი, ოციოდ ადგილით მაინც დაწინაურდება.

0.116611