სოფო შაფათავამ იტალიის ქალაქ ბრეშიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მე-3 მატჩი მოიგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილ სერბ ალეკსანდრა კრუნიჩს 6:3, 6:3 სძლია, ფინალში გასასვლელად კი შვეიცარიელ ვიკტორია გოლუბიცს ეთამაშება.
ცნობისთვის, შაფათავას ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში 212 ქულით 255-ე ადგილი უკავია, გოლუბიცი კი, რომელმაც ასპარეზობა საკვალიფიკაციო ბადიდან დაიწყო, 79 ქულით 428-ეა.
მე-2 ნახევარფინალში მე-4 განთესვის მქონე პარაგვაელი სეპედე როიგი იტალიელ გრიმალსკას ეთამაშება. აქვე დავძენთ, რომ ნახევარფინალისტებმა უკვე მიიღეს 24-24 სარეიტინგო ქულა, ფინალისტს 34 ქულა ერგება, ჩემპიონს კი – 50.