ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა სოფო შაფათავას და სლოვენიელი მაშა ზეჩ-პესკირიჩის წყვილმა სომეხი ანი ამირაღიანის და უკრაინელი განა პოჟიხირენკოს დუეტს 7:6 (11:9), 7:5 სძლია და ნახევარფინალში გააღწია.
ფინალში გასასვლელ შეხვედრაში ქართველ და სლოვენიელ ჩოგბურთელებს გერმანელი კიმ-ალის გრაიდეკი და მოლდოველი იულია ჰელბეტი დაუპირისპირდებიან.
მე-2 ნახევარფინალში ერთმანეთს უნგრულ-ბულგარული (ბუკტა-ტომოვა) და ფინურ-ხორვატული წყვილები (ლაინე-ვრლიჩი) გაეჯიბრებიან.
ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში სოფო ქვაცაბაიამ იაპონელი ნაცუმი ჩიმურა 6:4, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში მე-2 ნომრად განთესილ რუს იანა სიზიკოვას ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ მე-2 რაუნდში უკრაინელ ალიონა ფომინასთან მოსინჯავს ძალებს მე-3 განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძე.
წყვილებში მე-4 რეინგით მოასპარეზე გორგოძემ და ავსტრიელმა პია კიონიგმა ჩინელები ბოიან ვანგი და ჟაოქსუან იანგი 5:7, 7:6 (7:3), 10:7 დაამარცხეს და მეოთხედფინალში კიდევ ერთი ჩინური დუეტის (ლი-ჟუ) პირისპირ დადგებიან.
მეოთხედფინალშივე პირველ ნომრად განთესილ უკრაინულ-გერმანულ წყვილს (ფომინა-შაკოვეცი) გაეჯიბრებიან ქვაცაბაია და თურქი ესენ კოკჩე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოიგეთ ეს ტურნირი
წარმატებები,იმედია გავლენ ფინალშიც და მოიგებენ ტურნირს...
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
Kალაშნიკოვამაც მოიგო დოჰას პრესტიჟული ტურნირის პირველი შეხვედრა და დღეს 16:30-ზე პეშკე/სრებოტნიკის წყვილს ხვდებიან ოქსანა და აუტების მასტერი გარსია
წარმატებები კალაშას
)