სოფო შაფათავამ კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) კვალიფიკაციის დასკვნით მატჩში მარცხი კი განიცადა, თუმცა, ძირითად ბადეში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსით მაინც გააღწია.
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ბადეში მე-7 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა ესპანელი ლაურა პოუს-ტიო 6:3, 6:3 დაამარცხა, ბელგიელ ისალინ ბონავენტურეს კი 3:6, 6:3, 6:1 მოუგო. გადამწყვეტ შეხვედრაში სოფომ მე-2 რეიტინგის მქონე ესპანელ ლარა არუაბარენას პირველი სეტი მოუგო, თუმცა, საბოლოოდ, 6:4, 3:6, 2:6 დამარცხდა.
შაფათავას ძირითადი ბადისკენ გზა მას შემდეგ გაეხსნა, რაც შეჯიბრიდან ბელარუსი ოლგა გოვორცოვა მოიხსნა მარცხენა მუხლის ტრავმის გამო. შედეგად, სოფომ ოლგას ადგილი დაიკავა და ახლა, ძალებს გერმანელ დინა პფიცენმაიერთან მოსინჯავს.
მომავალი მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათისთვის დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში, შაფათავა 30 სარეიტინგო ქულას შეიმატებს. ისიც სათქმელია, რომ ძირითად ბადეში გასვლის წყალობით, სოფოს 19 ქულა უკვე გარანტირებული აქვს.
დღესვე, წყვილთა ტურნირში შაფათავა და რუსი მარინა მელნიკოვა მე-2 განთესვის მქონე ესპანურ დუეტს –