ჩოგბურთი

20:58 | 5.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ძირითად ბადეში ჩახნაშვილს შეუერთდა

ბელგიის ქალაქ ტორჰაუტში სტარტი აიღო საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირმა, რომლის საპრიზო ფონდიც 50 ათასი დოლარია. საკვალიფიკაციო გათამაშებაში მე-8 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ ფინელი ემა ლაინე 7:5, 6:4 დაამარცხა, შემდეგ კი უმძიმეს ბრძოლაში ფრანგ ემილ ბაკეს 6:7 (5:7), 7:5, 7:6 (11:9) სძლია და ძირითად ბადეში გააღწია, სადაც მისი მეტოქე მე-6 რეიტინგის მქონე ბრიტანელი ენ კეოტავონგი იქნება.
მთავარ ტურნირში პირდაპირ გახლავთ დაშვებული მაკა ჩახნაშვილი, რომელიც საწყის წრეში ავსტრიელ ნიკოლა ჰოფმანოვას დაუპირისპირდება. წყვილთა პირველობაზე შაფათავა და ბრიტანელი სმიტი (მე-4 განთესვა) ჩეხ ბირნეროვასა და რუს ბიჩკოვას ეთამაშებიან, ხოლო ჩახნაშვილი და სერბი იოვანოვიჩი დანიელი ბარბატისა და ბრიტანელი მურის პირისპირ დადგებიან.
ეგვიპტურ სუეცში 10-ათასიან ტურნირზე ერთბაშად სამი ქართველი გოგონა იასპარეზებს. სამივე ჩვენებური ძირითად ბადეშია დაშვებული. მე-4 ნომრად განთესილი სოფო ქვაცაბაია რუს იულია პარასიუკს გაეჯიბრება. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ქვაცაბაიამ ქაიროს ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია, სადაც ჩეხ ლუსი კრიეგშმანოვასთან 6:4, 4:6, 2:6 წააგო.
ეკატერინე გორგოძის პირველი მეტოქე იტალიელი ანდრეა-როქსანა ვაიდეანუ იქნება, ხოლო მე-8 რეიტინგის მქონე თათია მიქაძე ეგვიპტელ იასმინ ჰამზავის გაეჯიბრება. წყვილთა ტურნირში გორგოძე და ქვაცაბაია მე-3 ნომრად მიჩნეულ ჰოლანდიურ დუეტს (კილსდონკი-კოეკი) ეთამაშებიან, მიქაძე და უკრაინელი ხარჩენკო კი ძალებს ამერიკულ ტანდემთან (ალენი-შოფილდი) მოსინჯავენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.174367