ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ ჩეხეთის ქალაქ ოლომოუცში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
შაფათავამ რუმინელ კრისტინა დინუს შანსი არ დაუტოვა და 6:0, 6:2 სძლია, ნახევარფინალის საგზურს კი პირველ ნომრად განთესილ პეტრე ჩეტკოვსკას გაეჯიბრება. ამ უკანასკნელმა ფრანგი ამანდინ ჰესე 7:6 (7:4), 6:4 დაამარცხა.
გერმანულ დარმშტადტში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში ეკატერინე გორგოძემ მე-6 რეიტინგის მქონე ჩეხ კატერინა ვანკოვას 6:1, 6:0 სძლია და მეოთხედფინალში შვეიცარიელ ვიკტორია გოლუბიჩს (მე-4) ეთამაშება.