ჩოგბურთი

14:43 | 16.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა და ბასილაშვილი ორასეულის მიჯნაზე

ქალთა შორის საუკეთესო ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა მოწინავე ორასეულში რჩება. WTA-ს განახლებულ რეიტინგში სოფომ 5 პოზიცია დათმო და 295 ქულით 199-ე პოზიციაზე გახლავთ.

მიმდინარე კვირაში შაფათავა “უიმბლდონის” საკვალიფიკაციო ტურნირში ჩაერთვება, სულ კი, კლასიფიკაციაში 7 ქართველი გოგონაა: 199 (194). სოფო შაფათავა – 295 ქულა; 345 (343). ეკატერინე გორგოძე – 120; 362 (365). ოქსანა კალაშნიკოვა – 110; 534 (527). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 57; 579 (577). სოფო ქვაცაბაია – 48; 1067 (1064). მარიამ ბოლქვაძე – 9; 1259 (1257). თამარ ჭალაგანიძე – 3;

წყვილთა რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი ოქსანა კალაშნიკოვას გააჩნია, რომელიც 1497 ქულით 58-ე საფეხურზეა, სოფო შაფათავა კი 397 ქულით 162-ეა. “უიმბლდონის” წყვილთა შეჯიბრში კალაშნიკოვას გამოჩენას უნდა ველოდეთ.

ATP-ს რეიტინგში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ, რომელსაც 241 ქულით 206-ე ადგილი უკავია. ნიკოლოზი 4 პოზიციით დაწინაურდა და კარიერის საუკეთესო ნიშნულზე იმყოფება.

0.13423