ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა წარმატებულად ასპარეზობს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 250 ათასი დოლარია.
საკვალიფიკაციო ბადის პირველ რაუნდში მე-7 ნომრად განთესილმა შაფათავამ ესპანელი ლაურა პოუს-ტიო 6:3, 6:3 დაამარცხა, შემდეგ კი ბელგიელ ისალინ ბონავენტურესაც აჯობა – 3:6, 6:3, 6:1.
აღნიშნულის წყალობით, სოფომ 14 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, ხოლო თუ კვალიფიკაციის გადამწყვეტ რაუნდში მე-2 განთესვის მქონე ლარა არუაბარენასაც (ესპანეთი) აჯობებს, მონაგარს 18 ქულამდე აიყვანს და ძირითად ბადეში გააღწევს.
ცნობისთვის, ტურნირზე პირველ ნომრად სერბი ელენა იანკოვიჩია განთესილი და ისიც ცნობილია, რომ ძირითად ბადეში გასვლის შემთხვევაში, შაფათავა ამ ოთხეულიდან ერთ-ერთ მეტოქეს შეხვდება: მარია ჰერაზო გონსალესი (კოლუმბია), იულიანა ლიზარაზო (კოლუმბია), კაროლინ გარსია (საფრანგეთი) და დანკა კოვინიჩი (
Copa Claro Colsanitas-ის წყვილთა ტურნირში ქართველი ჩოგბურთელი რუს მარინა მელნიკოვასთან გახლავთ შეამხანაგებული და მერვედფინალში მე-2 ნომრად განთესილ ესპანელებს –