ჩოგბურთი

17:02 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ნახევარფინალში ფავორიტად შერაცხულ რუსს ეთამაშება

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ ბათუმის საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია, ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

მე-6 ნომრად განთესილმა შაფათავამ ტურნირზე მე-3 მატჩიც სეტისწაუგებლად მოიგო. სოფო ამჯერად მე-3 რეიტინგის მქონე რუს ირინა ხრომაჩევას დაუპირისპირდა და 6:4, 6:3 სძლია.

ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელის პირისპირ კიდევ ერთი რუსი ალეკსანდრა პანოვა დადგება, ვინც ბათუმში პირველ ნომრადაა განთესილი. პანოვამ სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩს ასევე 6:4, 6:3 მოუგო. მე-2 ნახევარფინალი ბელარუსმა სასნოვიჩმა და უკრაინელმა კოზლოვამ დააკომპლექტეს.

შაფათავას ჯერაც ჩასატარებელი აქვს წყვილთა ტურნირის მატჩი, სადაც ის თანამემამულე ეკატერინე გორგოძესთან ერთად ირჯება. ნახევარფინალში სოფო და ეკატერინე მე-2 განთესვის მქონე უკრაინულ დუეტს (ივახნენკო-კოზლოვა) გაეჯიბრებიან.

თურქულ იზმირში, 64-ათასიან ჩელენჯერზე წარუმატებლად ითამაშა ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ერთეულთა შეჯიბრის საწყის რაუნდში იგი ბოსნია-ჰერცეგოვინელ მირზა ბაშიჩთან 4:6, 6:7 (7:9) დამარცხდა. წყვილებში ბასილაშვილმა და ეგვიპტელმა მოჰამედ საფვატმა იმავე ბაშიჩთან და ჩინელ ვუსთან 1:6, 1:6 წააგეს.

0.113948