ჩოგბურთი

2:36 | 19.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

შაფაქიძემ ყაზახურ ტურნირში იმარჯვა

20 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მანანა შაფაქიძემ კარიერის განმავლობაში – მესამე, ხოლო წლეულს პირველი საერთაშორისო ტურნირი მოიგო.
მანანამ წარმატებას ყაზახეთში მიაღწია, სადაც 10-ათასიან ტურნირზე ზედიზედ ხუთი მეტოქე დაამარცხა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
შაფაქიძემ სამი საწყისი რაუნდი იოლად გაიარა. პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა გოგონამ რუსი მუხაბატ საიდოვა 6:3, 6:1 გაანადგურა, უკრაინელ იულია უმანეცს 6:0, 6:3 მოუგო, ხოლო მე-6 ნომრად მიჩნეული რუსი დიანა არუტუნოვა 6:2, 6:1 დაამარცხა.
მანანას გაცილებით დიდი ბრძოლა გადახდა ნახევარფინალსა და ფინალში. ჩვენებურმა მე-4 რეიტინგის მქონე ბრიტანელ ლიზა უიბურნს 4:6, 7:5, 6:0 აჯობა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც წარმატებას პირველი სეტის წაგების შემდეგ მიაღწია. მე-2 ნომრად განთესილ რუს დარია კუჩმინასთან შაფაქიძემ 6:7 (4:7), 6:1, 6:4 იმარჯვა.
ამ გამარჯვების წყალობით, მანანას ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) რეიტინგში გარკვეული წინსვლა ელის. ამ დროისთვის, შაფაქიძე 453-ე ადგილზე იმყოფება და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს (450), რომელიც გასული წლის ნოემბერში ჰქონდა, სულ მცირედით ჩამორჩება.
დასასრულ დავძენთ, რომ შაფაქიძე ყაზახეთშივე რჩება ახალ დედაქალაქ ასტანადან ძველში – ალმატიში გადაინაცვლეს. მორიგ 10-ათასიან ტურნირზე ქართველი გოგონა ისევ პირველ ნომრადაა განთესილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091045