ქართველმა ჩოგბურთელმა მანანა შაფაქიძემ ყაზახეთის ახალ დედაქალაქ ასტანაში 10-ათასიანი ტურნირის მოგების შემდეგ, აღებული ტემპი ძველ დედაქალაქ ალმატიშიც შეინარჩუნა და ანალოგიური საპრიზო ფონდს მქონე გათამაშებაში უკვე მეოთხედფინალამდე მისვლა შეძლო.
მე-2 ნომრად განთესილმა შაფაქიძემ პირველ რაუნდში ბელორუსი ვოლია დუკო 6:3, 6:0 გაანადგურა, მერვედფინალში კი გაცილებით რთული ბრძოლა გადახდა და რუსი მარია ჟარკოვას სამ სეტში 6:4, 3:6, 7:5 სძლია. მეოთხედფინალში მანანას მეტოქე მე-6 რეიტინგის მქონე რუსი დიანა არუტუნოვა იქნება.
საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელს შაფაქიძე ასტანას ტურნირის მეოთხედფინალშიც გადაეყარა და მეტოქე 6:2, 6:1 გაანადგურა, ასე რომ ქართველ გოგონას ნახევარფინალის საგზურის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს.