ყაზახეთში მიმდინარე ტურნირებზე მოპოვებული ზედიზედ რვა გამარჯვების შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა მანანა შაფაქიძემ მარცხი განიცადა და ალმატის 10-ათასიან პირველობას ნახევარფინალში გამოეთიშა.
მე-2 ნომრად განთესილი შაფაქიძე მეტოქე მე-4 რეიტინგის მქონე რუსი ევგენია პაშკოვა გახლდათ, რომელმაც მანანას მოულოდნელად იოლად – 6:1, 6:3 სძლია.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში 20 წლის ქართველმა გოგონამ ასტანას 10-ათასიან ტურნირში იმარჯვა.







