ჩოგბურთი

16:04 | 20.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

შაფაქიძე ერთეულებსღა შემორჩა

ყაზახეთის ძველ დედაქალაქ ალმატიში დაწყებულ 10-ათასიან ტურნირზე მოასპარეზე ქართველ ჩოგბურთელ მანანა შაფაქიძეს წარუმატებლობა შეემთხვა.
წყვილთა გათამაშების საწყის რაუნდში მე-3 ნომრად განთესილმა შაფაქიძემა და რუსმა რაპოპორტმა ბელორუსულ-რუსულ დუეტთან სამ სეტს იბრძოლეს და საბოლოოდ, 4:6, 6:4, 2:10 დამარცხდნენ.
ერთეულთა ბადეში მანანა მე-2 ნომრადაა მიჩნეული და საწყის ეტაპზე ძალებს ბელორუს ვოლია დუკოსთან მოსინჯავს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში შაფაქიძემ ყაზახეთშივე ასტანას 10-ათასიანი ტურნირი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093198