ფეხბურთი

22:28 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის აღმასკომმა კალენდარი დაამტკიცა

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმაკომის სხდომამ დაახლოებით საათნახევარს გასტანა. საკითხები იხილებოდა ამ თემებზე: საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, პირველი ლიგის და დუბლების პირველობის კალენდრების დამტკიცებაზე. ლიცენზირების სისტემისთვის პრიორიტეტულ 2014/2015 წლების დაკომპლექტებაზე. საქართველოს უმაღლეს ლიგის, პირველი ლიგის, დუბლების ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაში შესატან ცვლილებებზე.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ უპირატესად – 1. პირველ რიგში, უმაღლეს ლიგაში დაიშვებიან  ეროვნული ლიცენზიის მფლობელი კლუბები, რომლებმაც სპორტული პრინციპით მოიპოვეს 2014-15 წწ. უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება.

2. შემდეგ დაიშვებიან პირველი ლიგის ეროვნული ლიცენზიის მქონე კლუბები, რომლებიც დააკმაყოფილებენ პირველი ლიგიდან გადმოსვლის წესს. ამ წესსაც არეგულირებენ სალიცენზიო გადაწყვეტილებები. პირველი ლიგის ფლეი-ოფებში მონაწილეობენ მხოლოდ ლიცენზირებული კლუბები, დაკავებული ადგილების მიუხედავად. აუცილებელი პირობაა ფლეი-ოფის მატჩები დაიგეგმოს სალიცენზიო ციკლის დასრულების შემდეგ (ანუ 30 მაისის შემდეგ). აპელაციების არარსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ფლეი-ოფის მატჩების უფრო ადრე ჩატარებაც.

3. შემდეგ, სპორტული რეიტინგის შესაბამისად, უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ ეროვნული ლიცენზიის მქონე კლუბები, რომლებიც გავარდნენ უმაღლესი ლიგიდან.

4. ამის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში კლუბების დეფიციტის შემთხვევაში, ვაკანტური ადგილების შევსების საკითხს წყვეტს სფფ-ის აღმასკომი, რომელიც, უპირველესად, ითვალისწინებს სპორტულ პრინციპსა და საკლუბო ლიცენზირების შედეგებს.

როგორც ხედავთ, სფფ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს კლუბების ლიცენზირებას და მისი პოზიციები საკმაოდ მკაცრი იქნება.

ცვლილება შევიდა საქართველოს 2013-14 წწ. XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის, დუბლების პირველობის, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულებაში. კერძოდ, ცვლილება შეეხო პირველ ლიგას, სადაც, მოასპარეზე კლუბებმა ფედერაციის აღმასკომს მატჩის დროს შეცვლების რაოდენობის 3-დან 5-მდე გაზრდა სთხოვეს. მსგავსი პრაქტიკა ევროპის ქვეყნებში უკვე არსებობს. აღმასკომმა ეს ცვლილება დაამტკიცა.

რევაზ არველაძე: "დღევანდელ სხდომაზე რადიკალური გადაწყვეტილებები არ ყოფილა. იყო იურიდიული საკითხები, რომლებიც უფრო დახვეწას საჭიროებდა. აღვნიშნეთ, რომ კვარტალში ერთხელ მაინც კარგი იქნებოდა რეგიონალური ფედერაციების წარმომადგენლებს გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრებები განვითარების კუთხით. ასევე, ლიცენზირების სისტემა იყო გასამკაცრებელი".

არველაძეს ვკითხეთ რამდენიმე კლუბზე, თუ სად ჩაატარებენ ისინი თავიანთ საშინაო მატჩებს. მაგალითად, "სიონი" ისევ "მიხეილ მესხზე" ითამაშებს; "ჩიხურას" საკითხი გადასაწყვეტია და 27 თებერვალს ადგილზე უკეთ შეიტყობენ, რამდენად მზადაა "ჩიხურას" სტადიონი. თავად საჩხერელებს სურთ, რომ შინ ითამაშონ ("ჩიხურა" პირველ ეტაპზე ქუთაისში ატარებდა მატჩებს) "; "მერანი" მარტვილში ჯერაც ვერ ითამაშებს, თუმცა იქ სამუშაოები დაწყებულია. უბრალოდ, მეორე ეტაპზე ვერ ესწრება; "გურია" კი მზადაა, ლანჩხუთში ჩაატაროს საშინაო მატჩები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.205