34 წლის ბრაზილიელი მეკარე ჟულიო სეზარი, დიდი ალბათობით, კარიერას პორტუგალიურ “ბენფიკაში” განაგრძობს.
სეზარი, რომელმაც გასული სეზონის მე-2 ნახევარი “ტორონტოში” იჯარის წესით გაატარა, “ქუინს პარკ რეინჯერსში” დაბრუნდა, მაგრამ მას ინგლისიდან კვლავ აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ვეტერან ბრაზილიელს “ბენფიკას” უკავშირებენ და პორტუგალიაში გადასვლას არც თავად ფეხბურთელი გამორიცხავს. “ჯერჯერობით, გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი, რადგან მოლაპარაკებები არ დასრულებულა. “ბენფიკას” დიდ გუნდად მივიჩნევ.” – ციტირებს სეზარის სიტყვებს Sky Sports-ი.