გამოცდილი ბრაზილიელი კიპერი ჟულიო სეზარი “ბენფიკას” ფეხბურთელია. მისი პორტუგალიურ კლუბში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
სეზარმა, რომელიც “ბენფიკაში” “ქუინს პარკ რეინჯერსიდან” გადავიდა, ლისაბონელებთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 34 წლის ბრაზილიელმა მადრიდის “ატლეტიკოში” წასული იან ობლაკი შეცვალა.