SEX.COM-მა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლეგენდარულ მოთამაშე კობი ბრაინტს ოფიციალური წინადადებით მიმართა: თუ იგი მონაწილეობას მიიღებს 2014 წელს ყველა ვარსკვლავთა კვირეულის ჩატენვების კონკურსში, მაშინ საიტის ადმინისტრაცია მას 5 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ კობის ნბა-ს slam dunk contest 1997 წელს აქვს მოგებული.
რამოდენიმე დღის წინ მეჯიქ ჯონსონმა განაცხადა, რომ თუ ლებრონ ჯეიმსი მომავალ წელს მონაწილეობას მიიღებდა ჩატენვების კონკურსში, მაშინ იგი ლებრონს დამატებით 1 მილიონ დოლარს გადასცემდა. ამ მოვლენიდან 2 დღეში კობი ბრაიანტმა ჯოშ სმიტს ისე "გადაატენა" ბურთი თავზე რეგულარული გათამაშების მორიგ მატჩში, რომ SEX.COM-ის ადმინისტრაციამ შეთავაზება "შავ მამბაზე" 4 მილიონ დოლარამდე ასწია.
კობი ბრაიანტი 1997 წლის ჩატენვების კონკურსზე