ფეხბურთი

11:00 | 2.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

"სევილიას" რეიესი გამოაკლდა

 ესპანური “სევილიას” ნახევარმცველი ხოსე ანტონიო რეიესი ჩერნოგორიულ “მლადოსტთან” მატჩში დაშავდა. ამის შესახებ Marca იუწყება.

29 წლის ესპანელმა ტრავმა მატჩის მე-15 წუთზე მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა. ანდალუსიელთა თავკაცმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ ტრავმის სირთულე, ჯერჯერობით, დაუდგენელია.

ცნობისათვის, აღნიშნული ამხანაგური მატჩი სევილიელებმა 3:0 მოიგეს.

0.113663